კატალონიურმა ბარსელონამ დიდი ანგარიშით წააგო. სელტამ ბარსელონა სახლში გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ერთადერთი საპასუხო გოლი მასპინძელთა კარში 70-ე წუთზე ნეიმარმა გაიტანა. სელტას რიგებში კი თავი ნოლიტომ, ასპასმა(დუბლი) და გვიდეტიმ გამოიჩინეს.
5 ტურის შემდეგ ბარსა სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.