ლონდონის ჩელსის თავკაცს ორგანიზაცია Women in Football უჩივის. ჟოზე მაურინიოს სექსიზმში ადანაშაულებენ.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ლონდონელთა მწვრთნელმა კლუბის ექიმ ქალს ევა კარნეიროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისი დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა არსებობს. ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ შეურაცხმყოფელი ეპითეტები სექსიზმის ელემენტებს შეიცავს.
თუ ბრალდება დაუმტკიცდება, მაურინიოს 5-თვიანი დისკვალიფიკაცია ელის.