შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ
მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა
გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ
მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა
მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი
სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს „ა-კა-ეს“-ის
მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ
დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ
მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება
მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის
115-ე მუხლით. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.