თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. 36 წლის ბექა აბულაძე ბახტრიონის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ავტომატური იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მამა მომხდარს შურისძიებად აფასებს.