მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Don Balon იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდის აგენტი მისთვის ახალ კლუბს ეძებს. შესაძლო ვარიანტებად პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი განიხილება.
როგორც გამოცემა წერს, რონალდუს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის თამაშის აწყობას არა მასზე, არამედ გერეტ ბეილიზე აპირებს.
10 სექტემბერს რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუ მილიარ ევროდ შეაფასა.