ონის რაიონის სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.