”რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კლუბის დატოვებას აპირებს.
გამოცემა Don Balon-ი წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უკვე დაიწყო ახალი გუნდის ძებნა.
საუბრობენ იმის შესახებ , რომ პრიორიტეტული ვარიანტი ფეხბურთელის კარიერის გასაგრძელებლად არის ”მანჩესტერ სიტი” და ”პე-სე-ჟე”.
წინასწარ გახდა ცნობილი , რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი”, რომლის რიგებსაც რონალდუ უკვე იცავდა , მზად არის სპორტსმენისთვის €124 მილიონი გადაიხადოს.