ქალაქ ძერჟინსკის საფეხბურთო კლუბ „ხიმიკის“ თავდამსხმელი იმის გამო ცემეს, რომ განახევრებულ ხელფასზე უარი თქვა. ვიქტორ ივლევი სხეულის მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. მასი სახის არეში მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე 22 წლის ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი იმის გამო მოუვიდა, რომ მისთვის ხელფასის განახევრება სურდათ. ამის გამო ფეხბურთელს ბაზაზე კვება შეუწყვიტეს და ინდივიდუალურ ვარჯიშზე გადაიყვანეს, 13 სექტემბერს კი მას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.