დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, 2009 წელი ოპოზიციის წარუმატებლობის წელი იყო.
"2009 წლის ანგარიშზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე ვილაპარაკოთ: რომ არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, როგორიც უნდა იყოს და არ გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიც რეალურად უნდა იყოს. ამის შესახებ 2008 წლამდე შეგვეძლო გვესაუბრა, როცა ომი წავაგეთ. ახლა კი ჩვენი საუაბრის თემა ოპოზიცია უნდა იყოს. 2009 წელი არის იმის ძეგლი, რომ ოპოზიციამ სრული მარცხი განიცადა. ამაში კი მარტო ხელისუფლება არ არის დამნაშავე. ოპოზიციის მხრიდან არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ ექსპერტთა კლუბის 2009 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
მისი შეფასებით, ოპოზიციას სერიოზული შეცდომები ახლაც მოსდის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 2009 წლის მსგავსი შეცდომა აღარ მოუვიდეთ.
ანგარიში, რომელსაც ჰქვია "აგვისტოს ნანგრევებში", "ღია საზოგადოება - საქართველოს" თანადგომით მომზადდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. ანაგარიში ორენოვანია, ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული და მას თან ახლავს კომპაქტდისკი, სადაც ჩაწერილია აუდიო- და ვიდეომასალა.