რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მასში ასახულია აგვისტოს ომის დროს ქართველი მოსახლეობის უფლებები დარღვევა, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი და მომზადებული ეთნიკური წმენდა.
ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, იური ჩხეიძის განცხადებით, ანგარიში ეფუძნება 1100 ოჯახის ისტორიას და მათი მონათხრობი სხვადასხვა გზით არის გადამოწმებული. ანგარიშის სამუშაო ვარიანტი ჰააგის სისხლის სამართლის კოლეგიას უკვე გადაეგზავნა, რომელიც აგვისტოს ომის შესახებ დაწყებული კვლევისთვის ერთ-ერთი ძირითადი მასალა გახდება.
"ანგარიშში მოთხრობილია იმ ოჯახების ისტორიები, ვინც ეს ომი საკუთარ თავზე გამოცადა. ყველა მონათხრობიდან მტკიცდება, რომ ეს იყო ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმედა და იმედი გავქვს, რომ ეს ანგარიში ჰააგის სასამართლოში დაწყებულ ძიებაში ერთ-ერთი დასაყრდენი დოკუმენტი გახდება", - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა თანაავტორმა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ აღნიშნული ანგარიშის მომზადება წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზცაია მუშაობდა, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლეაბთა ცენტრი, კავშირი "XXI საუკუნე" და კონსტიტუციის უფლებათა დაცვის ცენტრი.
ანგარიში, რომელსაც ჰქვია "აგვისტოს ნანგრევებში", "ღია საზოგადოება - საქართველოს" თანადგომით მომზადდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. ანაგარიში ორენოვანია, ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული და მას თან ახლავს კომპაქტდისკი, სადაც ჩაწერილია აუდიო- და ვიდეომასალა.