იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული.
იური ვაზაგაშვილი მიმდინარე წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია ბრალდებული.