ნახევარმცველი არდა თურანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ვერ შეძლებს ითამაშოს კლუბ „ბარსელონაში“. კატალონიური კლუბის თხოვნას, ჩაანაცვლონ ტრავმირებული რაფინია ალკანტარა 27 წლის თურანით ფიფამ უარით უპასუხა .
შეგახსენებთ, რომ არდა თურანმა 2015 წლის ზაფხულში კლუბი „ბარსელონა“ არჩია „ატლეტიკოს“ , თუმცა ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის აკრძალვის გამო ესპანეთის ჩემპიონებს არ აქვთ უფლება 2015 წლის ბოლომდე გაგვაცნონ ახალი მოთამაშე .
„ბარსელონამ“ ფიფას ბრაზილიელი რაფინიას თურანით ჩანაცვლევბის თხოვნით მიმართა . როგორც ცნობილია , რაფინია მუხლზე მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ ნახევარი წელი ვერ შეძლებს თამაშს , მაგრამ ამის მიუხედავად ბარსელონამ თხოვნაზე უარი მიიღო .