სპორტულმა პორტალმა “პლანეტ რაგბიმ" მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე შეიყვანა. სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ვასილ ლობჟანიძე, პირველი ნომერი მიხეილ ნარიაშვილი და ს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე არიან შეყვანილნი. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლურ ნაკრებში ქართველ მორაგბეებს გარდა მხოლოდ სამი ირლანდიელი მორაგბე მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ტონგასთან გამართა და 17:10 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი 25 სექტემბერს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.