ხვალ, საკონსტიტიციო სასამართლოში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სარჩელი შევა.
სარჩელს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან" 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
საქმე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას ეხება, რაც საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო მუშაობას უკვე შეუდგა, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაა.