მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა. საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი
ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში
ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში
სამი - 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.
მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად,
თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე
ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.