საზოგადოებრივ მაუწყებელს "საპნის ოპერების" მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ჩანაცვლება სურს. ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
სამომავლო პრიორიტეტებში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მიზანი მაუწყებლობაში "საპნის ოპერების" მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ჩანაცვლებაა, რა დროსაც მთავარი ტენდეცია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაზრდა უნდა იყოს.
რაც შეეხება სერიალებისა და ფილმებისთვის გახარჯულ თანხებს, ანგარიშის თანახმად, 2009 წელს საბიუჯეტო სახსრებიდან მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შეძენაზე, 2 492 ათასი ლარი მიიმართა.