საფეხბურთო კლუბ მარსელის გულშემატკივრებმა სტადიონზე მასობრივი არეულობები მოაწყვეს.
მათი აღშფოთების მიზეზი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი მატიე ვალბუენი გახდა, რომელსაც თამაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუხდა. მას მარსელის ფანებმა ქვები, ბოთლები და მძიმე საგნები დაუშინეს. ინციდენტის შედეგად ფეხბურთელი არ დაშავებულა.
არეულობების გამო შეხვედრა 20 წუთით შეჩერდა.