ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის 69 წლის პროფესორის, ჰენრი კუპრაშვილის, ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მონაწილის, გამარჯვება.
"ტრიატლში (სროლა, ცურვა, სირბილი - 4 სერია) ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბიატლშიც ასევე გუნდურ (ზურაბ ჯაფარიძე, ჰენრი კუპრაშვილი, სერგო ვოსკანიანი) ასპარეზობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გამარჯვება გერმანელებს ხვდათ წილად.
მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული იყო საქართველოს გუნდებისთვის, რომლის შემადგენლობაში 44 წევრი იყო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ჰენრი კუპრაშვილმა განუცხადა, იგი კმაყოფილია როგორც ნაკრების წარმატებით, ასევე პირადი მიღწევით.
„საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ყველა გუნდი კარგად იყო მომზადებული. სასიხარულოა ჩვენი ნაკრების წარმატება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში გვედგა და მხარს გვიჭერდა“, - განაცხადა ჰენრი კუპრაშვილმა.
ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 30 ქვეყნის 600-მდე სხვადასხვა ასაკის სპორტსმენი მონაწილეობდა.
თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოში პირველად ჩატარდა.