ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი ესპანელთა ტრიუმფით დასრულდა. ევრობასკეტის ფინალურ შეხვედრაში მათ ლიტვის ეროვნული ნაკრები 80:63 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ჩიკაგო ბულსის 35 წლის თავდამსხმელი პაუ გაზოლი აღიარეს, რომელმაც 25 ქულა , 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ლიტველთაგან კი თავი იონას ვალანჩუნასმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტია. ფრანგულ ლილიში გამართულ ფინალურ შეხვედრას მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა (27 000 ადამიანი) დაესწრო.