ფოთში 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ სათამაშო დაწესებულებასთან მოხდა. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თანხა წააგო. საქმეში ახალგაზრდის მამა ჩაერია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოზარდის მამამ დაწესებულების თანამშრომელი გოგონა დაჭრა. დაჭრილია თავად მოზარდიც. დაშავებული ქალი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.