პირველად ისტორიაში, თბილისი 2015 წლის 19 დეკემბერს ძიუდოისტთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
გადაწყვეტილება ევროპის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღეს.
ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, სერგეი კოვალჩუკმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა და კლუბ საგარეჯოს ხელმძღვანელმა, გია ნაცვლიშვილმა, მოაწერეს.