თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
"შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.