საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაუაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს.
ამის შესახებ განცხადება გიორგი პაპუაშვილმა წუხელ, თბილისის აეროპორტში, სტრასბურგში გამგზავრებამდე გააკეთა. პაპუაშვილი ამ ფაქტის გამო სამართალადამცველებს რეაგრიებისკენ მოუწოდებს.
სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით კი.პაპუაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მისი ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შეხვედრების დროს ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც განიხილონ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათი გადაწყვეტილება უგულავასთან მიმართებაში საერთშორისო საზოგადოებამ დადებითად უკვე შეაფასა.