საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში, ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე", ტოგოს ეროვნული ნაკრები დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 17:10 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან ქულები მერაბ კვირიკაშვილმა (ორი გარდასახვა, ერთი ჯარიმა), მამუკა გორგოძემ (ლელო) და გიორგი თხილაიშვილმა (ლელო) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ჯგუფში 4 ქულა აქვს, ხვალ 24 სექტემბერის არგენტინის ნაკრებს შეხვდება.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების სამატჩო შემადგენლობას - უკანა ხაზი: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ).
სათადარიგო: 23. მურაზ გიორგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კახა ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი.