გიორგი პაპუაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. ამის შესახებ, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცახდა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გახშირდა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ინდივიდუალურად მოსამართლეებზე. რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან იკრიბებიან გაურკვეველი პიროვნებები, მოსამართლეთა მიმართ კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები. კითხვის ქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება.
მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ადეკვატური რეგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე”, -განაცახდა პაპუაშვილმა.