გიგი უგულავა თავისუფალია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ რეზოლუციას უგულავას მხარდამჭერები დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ. 2 დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლებით არაკონსტიტუციურად შეფასდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომლის თანახმადაც გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს იყო. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი გახდა პირველი ინსტანციისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.