სასამართლო კოლეგიამ ბრალდების მხარის სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროკურატურამ გიგი უგულავას საქმეზე სათადარიგო მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ საქმის მოსამართლე სტრასბურგში იმყოფება, ხოლო სათადარიგო მოსამართლე სხდომებს არ ესწრებოდა, საქმეში ჩართული არ იყო და ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ აქვს. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ეს არგუმენტი.
ამის შემდეგ, პროკურორმა მოითხოვა 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება.
ბრალდების მხარენ ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილება და საკითხის სააპელაციო სასამართლოში განხილვა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.