შესაძლოა არ გამათავისუფლონ, მაგრამ სამომავლოდ 9 თვეზე მეტი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აღარ მოუწევს - ამის შესახებ "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი კვირის წინ, ბიძინა იბანიშვილის გადაწყვეტილებით, უფლება მისცეს ტელევიზორი ეყიდა, რაც ნიშნავს, რის გამოც ფიქრობს, რომ რომ პატიმრობაში დამტოვებენ.
მან აღნიშნა, რომ ტელევიზორის ყიდვის უფლება ივანიშვილისა და შოთაძის საუბრის შემდეგ მისცეს.
უგულავამ მერობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თვითმმართველობები გაძლიერდნენ, მაგრამ თავად არ უსარგებლია.
პროკურორებს უგულავამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და სამართლებრივი პროცედურები განუმარტა, რის საფუძველზეც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
"ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ისიც ვიცოდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეუძლებელია სასამართლოს ეთქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურია - ეს რუსეთში და ბელარუსშიც არ ხდება. ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში", - განაცხადა უგულავამ.
ამ წუთებში ხალხმრავლობაა საქალაქო სასამართლოს ეზოშიც და სხდომათა დარბაზშიც. თბილისი ყოფილი მერის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და თანამოაზრეები გიგი უგულავას განთავისუფლებას ელოდებიან.