დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შუამდგომლობით მიმართეს, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, გიგი უგულავა გუშინ, ღამის 21:05 საათიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ.
,,გვესმის ათასი სპეკულაციები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან და სასჯელაღსრულების მინისტრისგან, რომ საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით. 21.05 საათიდან გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, თუმცა რომ აღარ იყოს სპეკულაციები, მაინც მივმართეთ სასამართლოს თუ ვინმე თვლიდა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. სასამართლოს წესით, თავისი ინიციატივით უნდა მიეღო გათავისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენი შუამდგომლობა არ იყო ძალაში, თუმცა ჩვენ მაინც მივმართეთ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამის შემდეგ კი, შუამდგომლობის ჩაბარებისთანავე, სასამართლომ წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.