საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციის მოხაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პამიდვრები ესროლეს.
დაკავებული აქციი9ს ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძეა. დაკავებული ქალაქ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაშია, საიდანაც მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. გიორგი პაპუაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს.