ილიას უნივერსიტეტმა ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიმუშავა. "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევები",- ასე ქვია კურსს, რომელიც ორწლიან სწავლებაზეა გათვლილი.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნის მიზანი მკვლევართა და ექსპერტთა ახალი თაობის აღზრდაა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობას საჯარო სამსახურებში, საზოგადოებრივ სექტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში შეძლებენ.
ახალი პროგრამა მაგისტრანტებს პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და ისტორიის განხრით მოამზადებს.