ლიტვის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალია დაამარცხა. შეხვედრა ლიტველთა გამარჯვებით, 95:85 დასრულდა.
ყველაზე შედეგიანი ლიტველთა შორის იონას ვალანჩიუნასი იყო, რომელმაც 26 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. იტალიელთა შორის კი ყველაზე მარალი შედეგი ანდრეა ბარნიანი იყო, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა.
ნახევარფინალში ლიტველები სერბებს შეხვდებიან.