სანკტ პეტერბურგის ზენიტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური წარმატებით გაიარა. რუსულმა კლუბმა სახლში ესპანური ვალენსია 3:2 დაამარცხა.
სანკტ პეტერბურგელთაგან დუბლი ჰალკმა გაიფორმა, ერთი ბურთი კი ვალენსიელთა კარში ვიტსელმა შეაგდო. ვალენსიელებმა რუსებს კანსელისა და გომეშის გოლებით უპასუხეს.
29 სექტემბერს ზენიტი ბელგიურ გენტს დაუპირისპირდება, ვალენსია კი ლიონს შეხვდება.