გიგი უგულავას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა პროცესს არ ესწრებოდა. მისი ხელმოწერა არც გადაწყვეტილებაზე დაფიქსირებულა. როგორც ტურავამ განმარტა, იმისათვის, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყოს, პლენუმის ყველა მოსამართლის ხელმოწერაა აუცილებელია მოსამართლე ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა. მან კომისიის შექმნას სამართლებრივი აბსურდი უწოდა. როგორც ტურავამ განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლება ჰქონდეს დისციპლინური შენიშვნა მოსამართლესთან იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადაწყვეტილებაზე ხელის მოსაწერად დრო მოითხოვა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით გამოცხადდა.