საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. მატროსოვი ციხესთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ. სასჯელ აღსრულების მე-9 დაწესებულებასთან გიგი უგულავას თანაგუნდელები იკრიბებიან და მის გათავისუფლებას ელოდებიან.
უგულავას თანაგუნდელები და მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს უგულავას გაათავისუფლებენ.
ე.წ. მატროსოვის ციხეში ელოდებიან ადვოკატ ბექა ბასილაიასაც, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციას უნდა ჩააბაროს.