მოსამართლე მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, მერაბ ტურავამ ,,კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
,,გარკვეულწილად ზეწოლა არის ის, რომ შენი კოლეგა რომელიც ამბობს, რომ გადაწვეტილებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის შენ ეუბნები, რომ გადაწვეტილებას ხელი უნდა მოაწერო”, _აცხადებს ტურავა.
ტურავას განმარტებით, სარჩელზე ხელმოუწერლობის მიზეზი მისი ავადმყოფობა არ ყოფილა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
„გუშინ გადაწვეტილებაზე ხელმოუწერლობის მიზეზი უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო არ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე ფაქტი იყო, რომელიც ამ გარემოებას დაემთხვა. ძირითად რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებას ხელი არ მოვაწერე არის ის რომ გდაწყვეტილების საბოლოო ვერსია, საერზოლიციო ნაწილით გადმომეგზავნა გუშინ. ჩვენ არ ვამოწმებთ საქალაქო სასამართლოს, ან ზემდგომი სასამართლოს გადაწვეტილების კანონიერებას, ჩვენ ვადგენთ ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. თუ ჩვენ ვჩქარობთ იმიტომ, რომ საქალაქო სასამართლოს გავსწროთ, ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ არც უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ არც უნდა დავაგვიანოთ”, _განაცხადა ტურავამ.