დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან ოფიციალური წერილი მიიღო. წერილი თითქმის იდენტურია იმ შეტყობინებისა, რომელიც სფფ-მ რამდენიმე დღის წინ უეფასგან მიიღო.
„ფიფას წერილშიც ნათქვამია, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი გარე ჩარევა დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ფიფას და უეფას წესდებას. ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს დ საჭიროების შემთხვევაში რეაგირებასაც მოახდენენ”, - ნათქვამია სფფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უეფა ტავის წერილში სფფ-ს მოუწოდებს, რომ შესაძლო ჩარევებთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. "ვადასტურებთ თქვენს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ: საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ს წესდების და რეგულაციების თანახმად, რომელიც მოქმედია დრო და დრო; სფფ – როგორც საფეხბურთო მმართველ ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე – სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩოს მუშაობის როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების 17-ე მუხლის და უეფას წესდების 7(2) მუხლის თანახმად – ფიფას/უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი. პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ", - ნათქვამია უეფას გენმდივნის ჯიანი ინფანტინოს წერილში.