საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ცდილობს გააჭიანუროს გადაწყვეტილების გამოცხადება. ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა და სამოქალაქო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ბასილაიას თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესია ვადები, რადგან მისი ვარაუდით, შესაძლებელია სასამართლოზე პროკურატურა ახდენდეს ზეწოლას და განაჩენი, რომელიც მან უნდა გამოიტანოს უგულავას მიმართ, შესაძლოა იყოს გამამტყუნებელი.
"ჩვენთან თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურობით, შესაბამისი განცხადებებით, მინიმუმ უნდა დისკომფორტი მაინც უნდა შევქმნათ," - აცხადებს ბექა ბასილაია
ბასილაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ განაჩენამდე გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გადაიდო.