მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
გახშირებული წვიმების გამო ჩამოშლილი კლდოვანი ლოდებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები წუხელ დამთავრდა.
აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი ლოდების დაშლა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების საშუალებით მოხდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზაზე მოძრაობის შეჩერების მიზეზი გახშირებული წვიმების შედეგად კლდის ჩამოშლა გახდა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.