ლონდონური ჩელსის თავკაცმა ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს ხუმრობა აუკრძალა. მკაცრი გადაწყვეტილება ჟოზე მაურინიომ ეროვნულ ჩემპიონატზე არასახარბიელო სტარტის აღების გამო მიიღო.
მე-5 ტურის შემდეგ ლონდონელები სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებენ, რაც 52 წლის სპეციალისტის აზრით, სახუმარო თემა არ არის.
მისი თქმით, ფეხბურთელები ვარჯიშზე მთლიანად უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი და ხალისობისთვის დრო არ უნდა რჩებოდეთ.