შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
შედეგად ვებგვერდი მიუწვდომელი დღეს, 1:00 საათისთვის გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
,,Smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ამჟამად აპარატის ვებ-გვერდი დაბლოკილია, facebook გვერდი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა. ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა” - აცხადებენ უწყებაში.