ავსტრალიელი მოკრივის, დევიდ ბრაუნი უმცროსისთვის რეგიონალური ტიტულისთვის გამართული ბრძოლა საბედისწერო გამოდგა.
ფილიპინელმა მეტოქემ კარლო მაგალიმ მე-12 რაუნდში ის ძლიერი დარტყმით ნოკაუტში გაგზავნა. 28 წლის სპორტსმენი ფატალური ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მას 25 შეხვედრიდან 22 მოგება ჰქონდა.