პანსიონატში მყოფ მარჩენალდაკარგულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სახელმწიფო პენსია მიეცემათ. ამასთან დაკავშირებით "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მთავრობის ინიციატივის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში, პანსიონატებში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში და იმყოფებიან, პენსია მაინც მიეცემათ. ამ თანხის აღებას ბავშვები მას შემდეგ შეძლებენ, რაც სრულწლოვნები გახდებიან. ამ კეტეგორიის ბავშვებს სახელმწიფო პენსიას ბანკში სპეციალურად გახსნილ დეპოზიტზე ჩაურიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი პანსიონატს ან მინდობით აღზრდის ოჯახს დატოვებს სრულწლოვნობის ასაკის მიღწევამდე, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ანგარიშზე არსებული თანხა. მთავრობა ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ხსნის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სრულწლოვნად გახდომის შემდეგ ცხოვრების დაწყებისთვის მინიმუმი საშუალებები ჰქონდეთ.