კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა. ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი კვლავ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმყოფებიან.
მევენახეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაგრძელდეს.