რამდენიმე წუთის წინ, კახეთში მიმდინარე მევენახეების საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. უცნობი მამაკაცი აქციიაზე შეიჭრა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, პირი ვინც ღვინიაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, ლაგოდეხელი გიორგი ჭანყოშვილია. ჭანყოშვილი მოითხოვდა, რომ დეპუტატს ტერიტორია დაეტოვებინა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია დეპუტატზე თავდამსხმელი პირი.
გიორგი ღვინიაშვილი მომხდარს პრემიერმინისტრის განცხადებას უკავშირებს.
"მივმართავ ღარიბაშვილს მე ამ დარტყმას ავიტან, მაგრამ ეს დარტყმა იყო არა ჩემი მისამართით, არამედ კახელი გლეხების მისამართით," - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრები და კახეთის ყოფილი გუბერნატორი პროვიკაციებში დაადანაშაულა და შს მინისტრს მოუწოდა სიტუაცია გააკონტროლოს.