საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს "სამოქალაქო თავდადებისთვის" მედალიც დაემატება. ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც, ცვლილებები `საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ირაკლი გორდულაძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო თავდადებისთვის დამატებითი პატივისცემის გამოხატვამ განაპირობა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ჯილოდებზე, ფიქსირებული ერთჯერადი ფულადი პრემიები დაწესდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება `სახელმწიფო ჯილოდების დაწესების შესახებ" კანონში შედის.
კანონის მქომედი რედაქციით, ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი პრემია შრომის ანაზღაურების 500 მინიმალური ოდენობაა; წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე - შრომის ანაზღაურების 300 მინიმალური ოდენობა; დავით აღმაშენებლის ორდენზე - შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობა; ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობა; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე - შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობა; ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე - შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობა; ღირსების ორდენზე - შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობა; მედალზე „მხედრული მამაცობისათვის" - შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობა.
კანონპროექტით კი, ეროვნული გმირის ორდენზე ერთჯერადი ფულადი პრემია, 10000 ლარის ოდენობით გაიცემა; წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე - 6000 ლარი, დავით აღმაშენებლის ორდენზე - 4000 ლარი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - 2000 ლარი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე - 1000 ლარი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე- 600 ლარი, ღორსების ორდენზე - 600 ლარი; მედალ "მხედრული მამაცობისთვის" კი 400 ლარი გაიცემა.