დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატს დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად, დამატებითი ერთი კვირა მისცეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახაზინო ადვიკატმა ზაქრო გვიშიანმა სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილი წარმოადგინა.
ადვოკატი, მოსამართლის მიერ, დღეს მიცემული სამი საათის განმავლობაში ე.წ. მატროსოვის ციხეში უგულავასთან იმყოფებოდა. ბრალდებულის წერილში ასახული იყო მისი პოზიცია ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.
პროცესის გადადების შემდეგ, ზაქრო გვიშიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე, რომელიც 17 სექტემბერს ჩაინიშნა, დაცვის მხარე მზად იქნება დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად. კერძოდ, კონდახიშვილის დაცვის პირობებში უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე.