თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
საქმე სახაზინო ადვოკატმა გადაიბარა, რომელმაც პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 2-კვირიან ვადას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მას მისცა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად სამი საათი მისცა.
მოსამართლის განმარტებით, ის უგულავას კერძო ადვოკატისგან გიორგი კონდახიშვილისგან, დღეს ელოდებოდა დასკვნითი სიტყვის წარდგენას. გიორგი კონდახიშვილი პროტესტის ნიშნად პოცესზე არ გამოცხადდა. მან საქმიდან აცილება მოითხოვა, რადგან წინა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლემ დააჯარიმა.