პარტიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისრტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს ჩანიშნა, - ამის შესახებ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახალაიას მეულე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
,,სასამართლომ პროცესი 16 ოქტომბერს ჩანიშნა, მანამდე კი მოსამართლე ბიულეტენზე გავიდა და განაცხადა, რომ "შეუძლოდ" იმყოფება. საბოლოოდ მაინც გამოვიდა ის, რაზეც ბაჩომ გუშინ და დღესაც გააკეთა განცხადება. სასამართლომ მოითხოვა ნებისმიერი მტკიცებულება (მოწმე) ნებისმიერი სახით, ხოლო პროკურატურამ მოითხოვა კიდევ დრო, ადამიანებზე ბინძური მეთოდებით ზეწოლისთვის. ამ შემთხვევაშიც, როგორც დანარჩენ ყველაში სასამართლომ ისევ მისცა 5 კვირიანი ვადა პროკურატურას. ჩვეულებრივი ბერტერია ორ გუგულებივით შეხმატკბილებულ ინსტიტუტს შორის”, _წერს ნადარეიშვილი.
პატიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ გუშინ შიმშილობა დაიწყო. ამის მიზეზი მისი შეფასებით, სასამართლოს რამდენჯერმე გადადება და ,,უსინდისო- ამორალური” ქცევა გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი - რუსეთის ჯაშუშები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.