მთავარმა პროკურატურამ სამი დღეა ვერ მიიღო გადაწვეტილება - უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც მიშველაძემ ,,რუსთავი-2”-ის ეთერში განცხადა, რომ მისი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ სპეცსსამსახურებმა იცოდნენ ,,ჯი-ეიჩ-ნი” საგამოძიებო ორგანოს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ითხოვა ინფორმაცია - იგეგმებოდა თუ არა გამოძიების დაწყება აღნიშნულ განცხადებაზე.
ბადაშვილის უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. თუმცა, საგამოძიებო ორგანოდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია, პრესსამსახურის წარმომადგენელი კი, დღემდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
”მანამდე, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი გაიგებდა, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, ამის შესახებ იზრუნეს და შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ ჩემსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. გასაგებად ვთქვი, რაც ვთქვი,” - განაცხადა ეკა მიშველაძემ.